რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

03.09.21 17:02
რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

პორტუგალიის ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. რონალდუმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლების მიხედვით.

ცნობილმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე გინესის რეკორდების სერტიფიკატი დადო, რის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია გახდა ცნობილი.

მადლობა გინესის რეკორდების წიგნს. ყოველთვის კარგია, როცა მსოფლიო რეკორდსმენად გაღიარებენ. მოდი, ეს მაჩვენებელი კიდევ ზევით ავწიოთ - წერს რონალდუ.

პორტუგალიასა და ირლანდიას  შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატში კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა და ამით ეროვნულ ნაკრებში მის მიერ გატანილი გოლების მაჩვენებელი 111 გახდა.

რონალდუმ ირანის ნაკრების თავდამსხმელის, ალი დაეის, რეკორდი - 109 გოლი, გააუმჯობესა და მსოფლიოს ახალი რეკორდსმენი გახდა.