მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს", - განაცხადა დვალიშვილმა.
ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნურმაგომედოვმა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა, თუმცა მისი თქმით, იცოდა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა რთული იქნებოდა და დვალიშვილის პერფორმანსი არ გაკვირვებია.
წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.
დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა.
მერაბ დვალიშვილმა დღევანდელ ბრძოლაში UFC-ის რეკორდიც დაამყარა - ქართველი მებრძოლს ლიგის ისტორიაში უკვე ყველაზე მეტი, ჯამში 91 გდება აქვს შესრულებული.