UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგა - ქართველმა სპორტსმენმა კოლბი თიქნესი დაამარცხა

UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგა. ქართველმა სპორტსმენმა სიდნეიში კოლბი თიქნესი დაამარცხა. ბრძოლა ოქტაგონზე თოფურიას სრული უპირატესობით ჩატარდა. 29 წლის მებრძოლმა ავსტრალიელ მეტოქეს კარიერაში პირველი მარცხი აგემა. სადებიუტო ჩხუბის მოგების შემდეგ სპორტსმენმა თქვა, რომ მისთვის, როგორც ილია თოფურიას უფროსი ძმისთვის, დიდი პასუხისმგბელობა იყო ეს ორთაბრძოლა. თავად ილია თოფურია ძმის მწვრთნელის სტატუსით იყო სიდნეიში.
ალექსანდრეს გულშემატკივრებს შორის ვნახეთ მერაბ დვალიშვილიც, რომელმაც ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვებულ სპორსმენთან ერთად აჭარული იცეკვა.