ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიპიური ფესტივალი გაიხსნა

09.02.25 21:08
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიპიური ფესტივალი გაიხსნა

ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიპიური ფესტივალი გაიხსნა. ეს არის მასშტაბური შეჯიბრი, რომელშიც ევროპის 45 ქვეყნის ათასზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

ოლიმპიური ჩირაღდანი უკვე დაინთო, უშუალოდ შეჯიბრებები კი ხვალიდან დაიწყება. ფესტივალის ფარგლებში 8 სახეობაა წარმოდენგენილი, მათგან 5 უშუალოდ ბაკურიანი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციას 8 სპორტსმენი შეადგენს. 

ფესტივალი 16 თებერვლამდე გასტანს, რის შემდეგაც შედეგები შეჯამდება. 

ფესტივალის მთავარი პარტნიორი ტრადიციულად კომპანია "კოკა კოლაა".

რა ხდება ახლა ბაკურიანში- ვრცლად, ნახეთ გიორგი დარჯანიას ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები