ივანიშვილი საქართველოში რუსული მეთოდოლოგიის გადმოღებას ცდილობს, რაც ფუნდამენტური შეცდომაა- ბადრი ჯაფარიძე

11.03.25 22:22
ივანიშვილი საქართველოში რუსული მეთოდოლოგიის გადმოღებას ცდილობს, რაც ფუნდამენტური შეცდომაა- ბადრი ჯაფარიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცდომას უშვებს, როცა რუსული მეთოდოლოგიის გადმოღებას საქართველოში ცდილობს.

როგორც ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ იგივეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, რასაც რუსეთის ავტოკრატიულმა რეჟიმმა საკუთარ ქვეყანაში მიაღწია, თუმცა არ გამოუვა.

“ძალადობა და რეპრესია ქართველ ხალხში დანებებას კი არ იწვევს, წინააღმდეგობის სურვილს აძლიერებს“, - ამბობს ის.

შეცდომა ივანიშვილის არის ის, რომ ანალოგიას აკეთებს რუსეთთან, სადაც ავტოკრატიულმა რეჟიმმა გატეხა ხალხის ნება და დაიმორჩილა სრულად, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იყო, ქვეყანა დატოვა, დანარჩენები პროპაგანდის და ძალადობის მეშვეობით დაიმორჩილა, შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ საქართველოში იგივეს მიაღწევს, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა. ქართველი ხალხი, თავისი ბუნებით, აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც უფრო მეტს უსინდისობას ჩადიან მათ წინააღმდეგ, რაც უფრო მეტი ძალადობაა, ამას შეხვდება მათი მხრიდან უფრო მეტი წინააღდმეგობა.

ძალადობა და რეპრესია ქართველ ხალხში დანებებას კი არ იწვევს, წინააღმდეგობის სურვილს აძლიერებს, ამიტომ არის განსხვავება დიდი. ივანიშვილის რუსული მეთოდოლოგიის გადმოღება აქ, არის სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი, რადგან ქართველი ხალხი, პირიქით, ძალადობაზე დაყრდნობილ, ავტოკრატიულ რეჟიმებს უფრო დიდ წინააღმდეგობას უწევს, - განაცხადა ჯაფარიძემ.