საქართველო-სომხეთის საფეხბურთო დაპირისპირებამდე ერთი დღე რჩება
ერთი დღე საქართველო-სომხეთის დაპირისპირებამდე - ორ მატჩიან პლეიოფში გადაწყდება, რომელი გუნდი ითამაშებს მომავალი წლის სეზონის "ბ" ლიგაში. საქართველოს ნაკრები უკვე ერევანშია და მატჩის წინა ვარჯიშს მართავს.
ხვალინდელ თამაშს ყვითელი ბარათის გამო ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია გამოტოვებენ. კაპიტნის სამკლავურით მოედანზე ოთარ კიტეიშვილი იქნება.
დანაკლისიდან გამომდინარე, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს თამაშის ტაქტიკის გადალაგება მოუწევს.
ხვალინდელ თამაშში 11 ფეხბურთელით შევუტევთ და თავსაც 11 ფეხბურთელით დავიცვათ. ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით გამოვცადეთ ფორმაცია, რომელსაც მივეჩვიეთ, მაგრამ ფეხბურთი ყოველდღე ვითარდება და შეუძლებელია, სულ ერთი და იგივე გავაკეთოთ, ამის გამო არ გამოვრიცხავ, რომ უახლოს მომავალში სათამაშო წყობაც შევცვალოთ. ხვიჩას გარეშე იგივე წყობით თამაში რთულია, ის უნიკალური ფეხბურთელია, ვინც არ უნდა ითამაშოს, მთავარია როგორ იმოქმედებენ ფეხბურთელები და როგორი დისციპლინა იქება. მნიშვნელოვანი იქნება თამაშის დასაწყისი", - ამბობს ვინი სანიოლი.