გიორგი მიქაუტაძემ ანგარიშის სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს 2:0-ს ამარცხებს.
ეროვნული ნაკრების თავდამხსმელმა, გიორგი მუქუტაძემ 37-ე წუთზე სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. საგოლე გადაცემა გიორგი მამარდაშვილმა შეასრულა.
მანამდე, მატჩის 33-ე წუთზე, საქართველოს ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა.
ცნობისთვის, პლეი ოფი ორმატჩიანია, განმეორებითი შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე“ 23 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება.