საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება - სომხეთი დამარცხებულია
ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ 2 ქულიანი სხვაობით დააწინაურა გუნდი. შეხვედრის მეორე ნახევარში, 58 წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეხვედრა ერევანში ვაჟგენ სარქისიანის სტადიონზე მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება