ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირების მეორე რაუნდი- მატჩამდე საათზე ნაკლები რჩება

23.03.25 17:19
ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირების მეორე რაუნდი- მატჩამდე საათზე ნაკლები რჩება

ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირების მეორე რაუნდი-დიდ სპორტულ სანახაობამდე საათზე ნაკლები რჩება.

18:00 საათიდან მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში დინამო არენა იქნება, სადაც ჯვაროსნები ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთ ლამაზ თამაშს აჩუქებენ.

საქართველოს და სომხეთის ეროვნული ნაკრებები უკვე დინამო არენაზე იმყოფებიან. სტადიონი ივსება გულშემატკივრებითაც.

დღევანდელი მატჩისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს გადავსებული ტრიბუნების წინ მოუწევთ თამაში.

მატჩს დაესწრება სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც.

როგორც ქომაგები ამბობენ, მატჩის ბედი გადაწყვეტილია, რადგან  პირველი შეხვედრა ერევანში საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა და B დივიზიონში დარჩენის შანსიც მაქსიმალურად გაზარდა.

ქართველი გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან, თუმცა, მიაჩნიათ, რომ მათი გამხნევება მაინც აუცილებელია:

“ემოციებით სავსე იქნება, მაქსიმალურად ვეცდებით, გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები და რა თქმა უნდა მოვიგებთ“.

“პირველი მატჩიდან გამომდინარე, მგონია, რომ იგივე თამაში იქნება, შესაძლოა სომხებმა ერთი გოლი გაიტანონ, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით მოვიგებთ. “

“ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, ორმაგად უფრო საინტერესო იქნება. წარმატებები ბიჭებს და აუცილებლად, კარგ შედეგს დავდებთ.“

გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა ცოტა ხნის წინ ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და როგორც ცნობილია, ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დაუბრუნდებიან, რომლებმაც, დისკვალიფიკაციის გამო, სომხეთთან პირველი მატჩი გამოტოვეს.

 

მსგავსი სიახლეები