გიორგი მიქაუტაძემ ანგარიშის სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს 2:0-ს ამარცხებს.
ეროვნული ნაკრების თავდამხსმელმა, გიორგი მუქუტაძემ 14-ე წუთზე სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. საგოლე გადაცემა ჯვაროსნების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილამ შეასრულა.
მანამდე, მატჩის მე-4 წუთზე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გიორგი წიტაიშვილის საგოლე გადაცემა არაჩვეულებრივად გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს მასპინძლობს.