კიტეიშვილის დუბლით, საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს
საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს.
მატჩის 27-ე წუთზე ჯვაროსნები 4-0 იგებენ. ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა 27-ე წუთზე გაიტანა და დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა.
23-ე წუთზე მიქაუტაძის საგოლე გადაცემით, გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიშის სხვაობა სამამდე გაზარდა.
ეროვნული ნაკრების თავდამხსმელმა, გიორგი მიქაუტაძემ 14-ე წუთზე სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. საგოლე გადაცემა ჯვაროსნების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა.
მანამდე, მატჩის მე-4 წუთზე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გიორგი წიტაიშვილის საგოლე გადაცემა არაჩვეულებრივად გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს მასპინძლობს.