მიქაუტაძის დუბლით, ანგარიში 5-0 ხდება - საქართველო დამაჯერებლად იგებს

საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს.
მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს.
მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა 27-ე წუთზე მე-4 გოლი გაიტანა და დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა.
უფრო ადრე, 23-ე წუთზე, მიქაუტაძის საგოლე გადაცემით, გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიშის სხვაობა სამამდე გაზარდა.
რაც შეეხება დანარჩენ გოლებს: ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ 14-ე წუთზე სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. საგოლე გადაცემა ჯვაროსნების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა. მატჩის მე-4 წუთზე კი , ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გიორგი წიტაიშვილის საგოლე გადაცემა არაჩვეულებრივად გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, სომხეთში საქართველომ 3:0 მოიგო. ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული მომავალ სეზონში ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს.