ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლი და საქართველოს ნაკრები 6-1 იგებს

საქართველო სომხეთს გამანადგურებელი ანგარიშით უგებს. 63-ე წუთზე ანგარიშში ხუთბურთიანი სხვაობა კვლავ აღდგა – სომხეთის ნაკრების კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
მანამდე, მიქაუტაძემ 35-ე წუთზე მეორე ბურთი გაიტანა და დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა. უფრო ადრე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა 27-ე წუთზე მე-4 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება დანარჩენ გოლებს:
23-ე წუთზე, მიქაუტაძის საგოლე გადაცემით, გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიშის სხვაობა სამამდე გაზარდა.
ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ 14-ე წუთზე სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. საგოლე გადაცემა ჯვაროსნების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა. მატჩის მე-4 წუთზე კი , ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გიორგი წიტაიშვილის საგოლე გადაცემა არაჩვეულებრივად გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
რაც შეეხება სომხების მიერ გატანილ 1 ბურთს- პირველი, და ამ დროისთვის ერთადერთი, გოლი მაკრატელათი სევიკიანმა შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, სომხეთში საქართველომ 3:0 მოიგო. ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული მომავალ სეზონში ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს.