საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს

23.03.25 19:55
საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.

შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობაც პირველივე ტაიმში გამოიკვეთა.

რაც შეეხება გატანილ გოლებს:

მე-4 წუთი – 1:0 - კიტეიშვილის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში ჩაიჭრა.

მე-14 წუთი – 2:0. გიორგი ქოჩორაშვილის საგოლე გადაცემა გიორგი მიქაუტაძემ იდეალურად გამოიყენა.

24-ე წუთი – მიქაუტაძის ჩაწოდებული ბურთით გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიში სამამდე გაზარდა.

30-ე წუთი –  ოთარ კიტეიშვილმა მეოთხე გოლი გაიტანა.

35-ე წუთი – გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და და ანგარიში 5-მდე გაზარდა.

48-ე წუთი – პირველი, და ერთადერთი, გოლი მაკრატელათი სევიკიანმა შეაგდო და ანგარიში 5-1 გახდა.

62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ სომხეთის კარში მეექვსე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 9:1 მოიგო და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.

 

მსგავსი სიახლეები