ქომაგები გამარჯვებას ზეიმობენ-საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა

23.03.25 20:15
ქომაგები გამარჯვებას ზეიმობენ-საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა

ქართველი ქომაგები გამარჯვებას ზეიმობენ-საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს ზედიზედ მეორედ მოუგო - ჯერ სტუმრად, შემდეგ კი სახლში.

დღევანდელი საფეხბუთო დაპირისპირება გამორჩეული მხოლოდ მაღალი დონის  თამაშით  და ანგარიშის გამო არ ყოფილა, გიორგი ჩაკვეტაძე გახდა პირველი ფეხბურთელი ნაკრების ისტორიაში, რომელმაც 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგი მიქაუტაძე კი ნაკრების მოქმედიი  ბომბარდირია.

დღეს გატანილი ორი გოლით მიქაუტაძე ქართული სპორტის ლეგენდას და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს, შოთა არველაძეს დაეწია. მიქაუტაძეს ჯამში ოცი გოლი აქვს გატანილი, არველაძეს 26.

მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია - თამაშის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი მოედანზე შევიდა და სომხების გულშემატკივრების სექციასთან მივიდა, სადაც კონფლიქტის მცდელობაც იყო.

გულშემატკივრები ანგარიშით და თამაშით კმაყოფილები არიან, თუმცა ამბობენ, რომ ბიჭებს მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ.

“საოცარი თამაში იყო, მეტი გოლის გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩენ დავინდეთ“

“ძალიან მაგარი განწყობით ვართ, ველოდებოდით ამდენ გოლს“

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს:

საქართველოს ეროვნული ნაკრები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ივნისში გამართავს, ხოლო შემოდგომაზე, კერძოდ კი სექტემბერში, ჯვაროსნები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება, სადაც ისინი შეეცდებიან ახალი ისტორია დაწერონ და პირველად მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2016 წელს ჩატარდება.

ვრცლად ნახეთ გიორგი დარჯანიას პირაპირი ჩართვა.

 

მსგავსი სიახლეები