საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან 525 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 270 758
- გამოჯანმრთელებულია - 265 114 ;
- გარდაცვლილია - 3510
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 278 85, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 814, PCR ტესტით - 9 071
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%
- კარანტინის რეჟიმში - 323
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1472
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 171
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.