საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 270 918;
გამოჯანმრთელებულია - 265 523;
ჯამში გარდაცვლილია - 3 520;
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17 947, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 244, PCR ტესტით - 4 703
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,9%; ბოლო 7 დღის - 1,44%;
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 510.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.