"ორმაგი მუტანტი" - კორონავირუსის ინდური შტამი ელვის სისწრაფით ვრცელდება

26.04.21 11:04
"ორმაგი მუტანტი" - კორონავირუსის ინდური შტამი ელვის სისწრაფით ვრცელდება

კორონავირუსის ინდური შტამი B1617, ე.წ. "ორმაგი მუტანტი"  მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდება. გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსით კიდევ 354 531 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ასევე რეკორდულია გარდაცვალების მაჩვენებელიც - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში ვირუსს 2 806 ადამიანი ემსხვერპლა.

 Worldometers-ის ინფორმაციით, ინდოეთში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების 17.3 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მსხვერპლის რაოდენობა კი 195 000-ს აჭარბებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, საქართველოში ეს შტამი ჯერ დაფიქსირებული არ არის და ყველანაირად ეცდებიან, რომ მისი შემოსვლა შეყოვნდეს

მსგავსი სიახლეები