საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - ლადო კახაძე

04.05.21 13:09
საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა -  ლადო კახაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო კახაძის, ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა უკვე  დაფიქსირდა.

მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია, თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია, თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა, თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.

საქართველოში ინდური შტამის შემთხვევების არსებობას უარყოფს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ამირან გამყრელიძის თქმით, ინდური შტამი ჯერ ლაბორატორიულად დაფიქისრებული არ არის.  

მსგავსი სიახლეები