საქართველოში ინდური შტამის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. შესაბამისი განცხადება გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა და ალბათობა იმის, რომ ქვეყანაში იყოს, ნამდვილად არის. რა შტამებსაც ვიკვლევთ, ძირითადად, არის ბრიტანული შტამი. ლუგარის ლაბორატორიიდან ინდური შტამის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს"- აცხადებს გამყრელიძე.
საპირისპიროს ამტკიცებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო კახაძე. დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
ლადო კახაძე ჩემი უახლოესი მეგობარია, ძალიან კარგი, გამოცდილი ექიმი და ამავე დროს კარგი პოლიტიკოსია. შეიძლება, ბატონ ლადოს აქვს რაღაც ინფორმაცია, რაც მე არ მაქვს"- თქვა გამყრელიძემ ლადო კახაძის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.