AstraZeneca-ზე ასაკობრივი შეზღუდვა უნდა დავწიოთ 45 წელზე - ვახტანგ სურგულაძე

10.05.21 11:17
AstraZeneca-ზე ასაკობრივი შეზღუდვა უნდა დავწიოთ 45 წელზე - ვახტანგ სურგულაძე

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ვახტანგ სურგულაძე, AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარის 55 წლიდან 45 წლამდე დაწევას მოითხოვს. სურგულაძის თქმით, ქვეყანაში ისედაც ვაქცინის დეფიციტია და ამ ფონზე ასაკობრივი ზღვარის დაწესება გაუმართლებელია. 

ისევ არ მოვემზადეთ, ისევ არ გავწერეთ გეგმა, როდის რომელი კლინიკები ჩაერთვებოდა ამ პროცესში. ვაქცინა არ გვაქვს, როგორც ასეთი, რომ ადამიანმა მოინდომოს, გაიკეთოს, ჩვენ ვაქცინა არ გვაქვს. ასევე უნდა დაიწიოს იმ ასაკმა, 55 წელი რომ არის, ევროპაში პრაქტიკულად არსად აღარ არის, 30 წელია შეზღუდვა ასტრაზენეკაზე, ეს ასაკი დავწიოთ 45 წელზე მაინც", - ამბობს სურგულაძე.

საქართველოში AstraZeneca-ზე ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოსახლეობას შეუძლია. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გერმანიამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი ბარიერი გააუქმა და  ვაქცინის გამოყენება  ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის დაუშვა.