გადამწყვეტი მატჩი და ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო აალაპარაკა

27.06.24 10:28
გადამწყვეტი მატჩი და ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო აალაპარაკა

გადამწყვეტი მატჩი და ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო აალაპარაკა. საერთაშორისო მედიები ერთიმეორის მიყოლებით ქართველი სპორტსმენების თავგანწირულ და ღირსშესანიშნავ თამაშზე წერენ.

საქართველო-პორტუგალიის გუშინდელი ორთაბრძოლა BBC-ის, The Guardian-ის, CNN-ის, Eurosport-ის, Euronews-ის ყურადღების ცენტრშია.

მსოფლიო გამოცემები საქართველოს გამარჯვებას ულოცავენ და მატჩს ისტორიულ თამაშად აფასებენ.

ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით საქართველომ ისტორია დაწერა და პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია: "საქართველოს ახალგაზრდებისთვის ეს ბრწყინვალე ღამე იყო". - წერს BBC.

გარდიანი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებას  "ბრწყინვალე გამარჯვებას" უწოდებს და ქართველი სპორტსმენების გუშინდელ ქმედებებს "მამაცურად" მოიხსენიებს.

"ეს იყო ღამე, როდესაც ევროპის მთავარ ტურნირზე პირველ გამოსვლისას, საქართველო მერვედფინალში გავიდა, პორტუგალიასთან ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ ისტორიის სანახავად იყვნენ. მამაცი და დისციპლინირებული საქართველო", - წერს გარდიანი ნაკრების შესახებ.  

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.