საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას რუსეთთან ომში დასახმარებლად დაჯავშნილ მანქანებს გადასცემს - ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მანქანების რაოდენობა ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა დახმარება უკრაინაში მალე გაიგზავნება. France-Presse კი ელისეს სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინას AMX-10RC ჯავშანმანქანა გადაეცემა.
AMX-10RC აღჭურვილია 105 მმ-იანი ქვემეხითა და ტყვიამფრქვევით.
"საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან არსებულ ვითარებაზე დიდხანს და დეტალურად ვისაუბრე. მადლობა გადავუხადე უკრაინაში მსუბუქი ტანკებისა და ბასტიონის ტიპის ჯავშანტრანსპორტის გადაცემის გადაწყვეტილებისთვის. ასევე, შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზეც, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. მადლობა, მეგობარო! თქვენ გამარჯვებასთან გვაახლოებთ". - დაწერა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა.