ვიცი, რომ "ტვ პირველს" ყველანაირი ინფორმაცია აქვს - იზიარებს თუ არა ტურავა კობახიძის არგუმენტებს?

16.10.23 11:46
ვიცი, რომ "ტვ პირველს" ყველანაირი ინფორმაცია აქვს - იზიარებს თუ არა ტურავა კობახიძის არგუმენტებს?

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ეთანხმება თუ არა მერაბ ტურავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე "ტვ პირველის" კრიტიკული კითხვების პირისპირ. 

მერაბ ტურავამ კონკრეტულ კითხვას არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ თუ "თუ ტვ პირველს" მოსამართლეები ინფორმაციას წინასწარ აწვდიან, "ეს კანონდარღვევაა". 

მე ვიცი, რომ "ტვ პირველს" ყველანაირი ინფორმაცია აქვს, ყველაფერზე რაც სასამართლოში ხდება წინასწარ. მე ვფიქრობ რომ თუ ეს მართლა ასეა, ეს არის იმ ადამიანების მხრიდან კანონდარღვევაა, ვინც თქვენ ამ ინფორმაციას გაწვდით"- განაცხადა ტურავამ. 

"TV პირველი" დაინტერესდა, იყო თუ არა მოსამართლეებს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ტურავამ თქვა, რომ ესეც „თათბირის საიდუმლოებაა”.

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. მერაბ ტურავა და კიდევ რვა მოსამართლე განაჩენს რამდენიმე წუთში გამოაცხადებენ და იტყვიან, დაარღვია თუ არა  მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როცა მიშელს, მაკრონს და  შტაინმაიერს ევროპაში საქართველოს ევროინტეგრაციაზე ესაუბრა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა.

პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, მოვლენათა ეპიცენტრი საქართველოს პარლამენტი გახდება და "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაყენებას შეეცდება.