მზად უნდა ვიყოთ ესპანეთთან ბრძოლისთვის, მიყვარხართ და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის - ქოჩორაშვილი
მზად უნდა ვიყოთ ესპანეთთან ბრძოლისთვის, მიყვარხართ და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩიშშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თამაშით დიდი სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს. ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია. ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე. ენერგიები უნდა აღვიდგინოთ. წინ არ ვიცით რა გველოდება, ან 90 წუთი, ან 120 წუთი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ რომ ვიბრძოლოთ, როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე ისევ უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიყვარხართ და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის", - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.