ჩაკვეტაძე: ბედნიერი ვარ, როცა ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ, თქვენ ეს დაიმსახურეთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე ისტპრიული მატჩის შემდეგ ინსტაგრამზე მიმართვას ავრცელებს:
ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში"- წერს ფეხბურთელი.
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.