რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დრონებით დაარტყეს

31.10.26 14:16
რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დრონებით დაარტყეს

რუსეთის ქალაქ უფაში ჩრდილოეთის ინდუსტრიულ ზონას დრონებით შეუტიეს, სადაც ერთმანეთთან ახლოს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განლაგებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონების იერიშის შედეგად „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.  

„ტელეგრამ“ არხი ASTRA წერს, რომ სავარაუდოდ, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კატალიზური რიფორმინგის დანადგარი იწვის, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები