საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის ავარიას 2 ბავშვი ემსხვერპლა
საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ავტობუსის მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, 16 ადამიანი კი დაშავდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გახდა ცნობილი.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ, სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ ავარიას ორი ბავშვი ემსხვერპლა.
ადგილობრივი პრეფექტურის ცნობით, დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
ქალაქ ლენტის მერის, ივ კრისტიანის განცხადებით, შემთხვევის მონაწილე სასკოლო ავტობუსი იყო, თუმცა პრეფექტურის ინფორმაციით, ავარია საქალაქთაშორისო ავტობუსს უკავშირდება.
კრისტიანის თქმით, ავარიის შედეგად 70 ადამიანი დაზარალდა, ადგილობრივი პრეფექტურა დაახლოებით 40 დაზარალებულზე საუბრობს.
დაზარალებულთა დასახმარებლად ქალაქში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, სადაც მათ თავშესაფარსა და აუცილებელ დახმარებას სთავაზობენ.