კაია კალასი: რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების რეალურ სურვილს ვერ ვხედავთ
აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი კონსულტაციების დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში მოსკოვის პოზიცია შეაფასა.
კალასის განცხადებით, კრემლი მშვიდობისთვის მზაობას არ ავლენს. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი რეალური მოლაპარაკება მხოლოდ მოსკოვის კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს და არა ცარიელი განცხადებებით.
რუსეთის მხრიდან ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვის სურვილს ვერ ვხედავთ. წარსულში რუსეთს არაერთ შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა მოსკოვს არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია. ნებისმიერი რეალური დიალოგი მოითხოვს ქმედით ნაბიჯებს ადგილზე და არა ცარიელ რიტორიკას, - განაცხადა კალასმა.