ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი ქალაქ შენჭენში ჩაფრინდა, სადაც 19 ნოემბერს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.
მანამდე, პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.