ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარეკ იუხტეგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს . რუსული მედიის ინფორმაციით, ესტონელმა დიპლომატმა უწყება მისვლიდან ნახევარ საათში დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ლი დეკემბრიდან რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები დახუროს.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან “ესტონეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ” მიიღეს.