ეს შეზღუდვები ემსახურება იმას, რომ ჩვენ გაუფორმებელ დიქტატურაში ვიცხოვროთ - ფიქრია ჩიხრაძე
საბოლოოდ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ გაუფორმებელ დიქტატურაში ვიცხოვროთ,- ასე შეაფასა „ლელო ძლიერის საქართველოს“ წვერმა, ფიქრია ჩიხრაძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს ამოქმედება გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, ეს ყველაფერი, შეზღუდვები იმიტომ ხდება, რომ არც იმათ გაუჩნდეთ პროტესტი, ვინც რეალურად გაბრაზდება.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ გაუფორმებელ დიქტატურაში ვიცხოვროთ, ამას არ ერქვას დიქტატურა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბევრი ამხასიათებელი ჰქონდეს დიქტატურის. ყველაზე მეტად ამის მიღმა რა იმალება - ჩვენ გავიცინებთ, მაგრამ პროპაგანდა მუშაობს. პროპაგანდას ვინც ექვემდებარება, ის ადამიანები, რასაც მიაწვიდს პროპაგანდა იმას მიჰყვებიან. ამ მძმე ხელისუფლების ამოცანაა, რომ იმხ ალხამდე არ მივიდეს, იმას ჰგონია, რომ ჩვენ თუ რაღაც თემებზე, მაღალ მატერიალებზე ვლაპარაკობთ, იმათ არ ეხებათ, მაგრამ ჩვენ თუ დავანახებთ ხალხს, ხალხი სოცქსელებშიც ხდევას ამას და სხვადასხვა საუბრებშიც, ჩვენ სეგრეგაციული საზოგადოება ჩამოვაყალიბეთ. ჩამოყალიბდა კასტა, რომელსაც არანაირი პრობლემა არ აქვს, დანარჩენ საქართველოს აქვს, მათი შვილები ისწავლიან კარგ უმაღლეს სასწავლებელში, კერძო სკოლებში, არანაირი პრობლემა შეექმნებათ, მაგრამ ჩვენ შვილებს, მათი გადადგმული ნაბიჯების გამო, ძალიან მძიმე თვეების გავლა მოუწევთ.
ეს ყველაფერი, შეზღუდვები იმიტომ ხდება, რომ არც იმათ გაუჩნდეთ პროტესტი, ვინც რეალურად გაბრაზდება. ამ მოსალოდნელი გაბრაზებისგან იცავენ თავს, - განაცხადა ჩიხრაძემ.