ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო აქტივისტს სამართალდარვევის ოქმი შეუდგინეს
ბიძინა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველომ აქციების აქტიურ მონაწილეს, თამუნა გიორგაძეს სამართალდარვევის ოქმი შეუდგინა.
11 ივნისს აქტივისტმა ბიძინა ივანიშვილი დაწყევლა. ოქმს, რომელიც 15 ივნისით თარიღდება, სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი აწერს ხელს. ახალმა სამმართველომ ჩათვალა, რომ პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
წერია, რომ განვათავსე სოციალურ ქსელში პოსტი, რომლითაც შეურაცხყოფას ვაყენებ ბიძინა ივანიშვილს. მე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია არავისთვის, შეურაცხყოფად მოიაზრება შეურაცხმყფელი სიტყვები, გინება, ან მაგდაგვარი, მე დავწერე წყევლა, რომელიც რატომღაც შეურაცხყოფის რანგში გადის. “სქროლვა სქრინვის“ სააგენტო ამბობს, რომ ჩემს მიერ დაწერილი წყევლის პოსტი, არის ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფა. სტანდარტი აქვთ ასეთი, არ აქვს მნიშვნელობა, ვის აფერხებ, როგორც წერ, ესე უნდათ და ესე აკეთებენ, - განაცხადა გიორგაძემ.
აღნიშნული მუხლი ჯარიმას [500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით] ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ითვალისწინებს.