კაია კალასი ორმაგი სტანდარტით გამოირჩევა - ლადო ბოჟაძე

14.10.26 11:23
კაია კალასი ორმაგი სტანდარტით გამოირჩევა - ლადო ბოჟაძე

 

 

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი ლადო ბოჟაძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას მხარს უჭერს და ამტკიცებს, რომ ისინი ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის სცენარს მიჰყვებიან. ამასთან, ბოჟაძე ევროკავშირის კრიტიკას ორმაგ სტანდარტად აფასებს და კაია კალასს უკრაინისა და ევროპის სხვა ქვეყნებში პარტიების აკრძალვის შემთხვევებს ახსენებს.

მე მომხრე ვარ იმის, რომ საკონსტიტუციომ იმსჯელოს იმ პარტიების აკრძალვის თაობაზე, რომლებიც არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და საფრთხეს უქმნიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, რომლებიც აღვივებენ სიძულვილს, შუღლს.

კაია კალასი გამოირჩევა ორმაგი სტანდარტით. რატომ არ აქვს კაია კალასს პრობლემა უკრაინაში როცა პარტიები არა სასამართლოს, არამედ მთავრობის გადაწყვეტილებით აიკრძალა? როცა მოლდოვაში, გერმანიაში ითხოვენ პარტიების აკრძალვას?

გახარიასთან მიმართებაში იმიტომაც დაზუსტდა შემდგომ ეს ყველაფერი, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, მაინც იმ საერთო სცენარს მიყვებიან, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლას, - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.  

მსგავსი სიახლეები