რა მიზეზით დატოვა მანანა კობახიძემ პოსტი - რას ამბობს საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის ძმა

14.10.26 13:40
რა მიზეზით დატოვა მანანა კობახიძემ პოსტი - რას ამბობს საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის ძმა

რა მიზეზით დატოვა მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი და ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ზეწოლას? ამ კითხვით "პირველებმა" დღეს ყოფილი მოსამართლის ძმას მიმართა.

თედო კობახიძე სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ზეწოლას სავარაუდოდ ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილების მიღების მიზეზიც არ იცის.  

არა, არ მგონია, რამე ზეწოლა ყოფილიყო და შეთავაზებას რაც შეეხება, ესეც არ ვიცი, თვითონ მანანას ჰკითხეთ, - ამბობს თედო კობახიძე. 

ცნობისთვის, მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მანამდე, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა. 

მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.