ივანიშვილს და კობახიძეს ზორკინის დოკუმენტით სურთ, საქართველოს ტერიტორიაზე გაფორმდეს რუსული პროპაგანდა- დეკანოიძე

15.10.26 12:22
ივანიშვილს და კობახიძეს ზორკინის დოკუმენტით სურთ, საქართველოს ტერიტორიაზე გაფორმდეს რუსული პროპაგანდა- დეკანოიძე

 

 

 

ენმ-ის ლიდერი , ხატია დეკანოიძე პარტიების აკრძალვის სარჩელს არა “ოცნების“, არამედ ზორკინის დოკუმენტს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, რუსეთს და პუტინს პრაქტიკულად, ყველაფერში ეხმარება, როგორც ავტოკრატიის, ასევე კრემლის პოლიტიკური ექსპანსიის, საგარეო პოლიტიკური ექსპანსიის განსამტკიცებლად.

მისი თქმით, აღნიშნული სარჩელი, თავიდან ბოლომდე ეყრდნობა წულუკიანის მოაღალატეობრივი კომისიის დასკვნას, მაგრამ ყველაზე საშიშია,  იმიტომ, რომ 2 ძლიან მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს, რაც არის რუსეთის მოთხოვნა.

მინდა, ყველა პატრიოტი ქართველის ყურადღება გთხოვოთ - საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ დავალებას, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარტიების აკრძალვის თაობაზე და ჩვენ ამ აკრძალავს არ განვიხილავთ, მხოლოდ  და მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის აკრძალვად, ან არ განვიხილავთ ამას კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ჩამორთმევად, ჩვენ ამას განვიხილავთ, ამ მოღალატეობრივ სარჩელს, რომლის განხილვაც რამდენიმე დღეში დაიწყება, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოებრიობისთვის ძალაინ დიდ საფრთხედ. საქმე ეხება ზუსტად რუსეთის მიერ მოთხოვნილ ყველა კატეგორიას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსების დავალებით, აპირებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომ სამართლებრივ კატეგორიაში გადაიტანოს. ეს სარჩელი, თავიდან ბოლომდე ეყრდნობა წულუკიანის მოაღალატეობრივი კომისიის დასკვნას, მაგრამ ყველაზე საშიშია,  იმიტომ რომ 2 ძლიან მნიშვნელოვან ფაქტროს ითვალისწინებს, რაც არის რუსეთის მოთხოვნა.

1. ეს ეხება 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრალებას, რაც არის პიდაპირი რუსეთის მოთხოვნა, ზუსტად ესაა ჩადებული სარჩელში, ეს ეხება გალუზინის მოთხოვნას, რაც ასევე არის სარჩელში ჩადებული, ძალის გამოუყენებლობის შესახებ, საქართველომ ხელი მოაწეროს რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. 

და მე-2. ეს ეხება საკონსტიტუციო ჭრილში, ყველაზე უფრო მაღალი დოკუმენტით, ამ სარჩელის შემდეგ, დამტკიცდეს, რომ საქართველოს მეგობრები, ევროპის კავშირი, ჩვენი ყველა პარტნიორთან ურთიერთობა, საქართველოს სახელმწიფოსთვის იქნება და დადგინდება, როგორც ანტიკონსტიტუციური. ეს არის პირდაპირი ღალატი.

მე ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში არ დავარქმევდი მხოლოდ “ქართული ოცნების“ სარჩელს. მინდა, გითხრათ, რომ ეს სარჩელი თავიდან-ბოლომდე არის ზორკინის დოკუმენტი, ზორკინი არის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც პუტინს პრაქტიკულად, ყველაფერში ეხმარება, როგორც ავტოკრატიის, ასევე ზუსტად მისი, რუსეთის კრემლის პოლიტიკური ექსპანსიის, საგარეო პოლიტიკური ექსპანსიის განსამტკიცებლად. აი, ამ შენობაში, ზუსტად კობახიძის, ივანიშვილის და “ოცნების“ სხვა წარმომადგენლები აწარმოებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც პირდაპირ რუსული დავალებით უნდა რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდო ჯიბეში, ეს ყველა რუსული პროპაგანდა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გაფორმდეს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, - განაცხადა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები