შაბათს "ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
შაბათს, 17 ოქტომბერს "ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პარტიის ცენტრალურ ოფისში დეპუტატებს შაბათს 14:00 საათზე ელოდებიან.
შეკრებას სავარაუდოდ დაესწრება თავად ბიძინა ივანიშვილიც. ახლა საინტერესოა, რა ექნება სათქმელი "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს.