"ოცნების" ცენტრალურ ოფისში გიორგი შინჯიკაშვილი მივიდა

17.10.26 13:12
"ოცნების" ცენტრალურ ოფისში გიორგი შინჯიკაშვილი მივიდა

"ოცნების" ცენტრალურ ოფისში გიორგი შინჯიკაშვილი მივიდა - უცნობია, დაესწრება თუ არა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე დღევანდელ უმრავლესობის სხდომას ან რა სტატუსით იმყიფება ის პარტიის ცენტრალურ ოფისში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილმა ქვეყანა დატოვა მისი მეგობარი "ოცნების" დეპუტატის დიტო სამხარაძის დახმარებით, თუმცა ის დღეს თბილისშია. 

ცნობისთვის, გიორგი შინჯიკაშვილი დაპირისპირებაში იყო გდდ-ს ყოფილ ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან. 

ვიდრე შინჯიკაშვილს "პირველების" კამერა დააფიქსირებდა, რამდენიმე დღით ადრე, დიტო სამხარაძემ მასთან ერთად, თურქეთში გადაღებული ფოტო გამოქვეყნა. 

უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

მსგავსი სიახლეები