გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ “ოცნების“ რეალური მიზანი - ჯაფარიძე

27.10.26 19:48
გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ “ოცნების“ რეალური მიზანი - ჯაფარიძე

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი, გაანადგუროს ოპოზიცია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და თვალსაჩინო ხდება, ყოველი გამოსვლის შემდეგ.

ჩვენ ვისაუბრებთ იმ ცილისწამებაზე, რომელიც მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან. სხვაგვარი კვალიფიკაცია ამას არ შეიძლება მიეცეს.

ეს პროცესი მე მგონი, კარგის არაფრის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“. საზოგადოება აკვირდება, რასთან გვაქვს საქმე - სარჩელის სრულიად არასამართლებრივ ხასიათს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და ეს თვალსაჩინო ხდება ყოველი გამოსვლის შემდგომ. სარჩელის შინაარსიც კი დამამცირებელია სასამართლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები