ჯაფარიძე: სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კონსტიტუციური ვალდებულება გახდება - ეს ძალიან სახიფათოა თამაშია კონსტიტუციით

29.10.26 15:22
ჯაფარიძე: სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კონსტიტუციური ვალდებულება გახდება - ეს ძალიან სახიფათოა თამაშია კონსტიტუციით

"ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამობს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო "ოცნების" სარჩელს დააკმაყოფილებს, მაშინ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კონსტიტუციური ვალდებულება გახდება.

"ეს ძალიან სახიფათოა თამაშია კონსტიტუციით" - აცხადებს  ბადრი ჯაფარიძე და საუბრობს სარჩელში განვითარებულ ლოგიკაზე, რომ თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა.

პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიღმა ამ სარჩელში არანაკლებ მძიმე საფრთხე იმალება. სარჩელში ვითარდება ლოგიკა, თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა. ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა აგრესორიდან მსხვერპლზე. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო კაპიტულანტური პრეცედენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა გახდება კონსტიტუციური ვალდებულება და ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად. ეს ნიშნავს, რომ საქრთველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ძალიან სახიფათოა თამაშია კონსტიტუციით.  

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია . ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი და არა საკითხი, რომლის გადაწყვეტის უფლებაც კრემლს უნდა ეკუთვნოდეს. სწორედ ამიტომ მინდა საკონსტიტუციოს მივმართო, სრულად გაითავისოს მისი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, არ დააკმაყოფილოს სარჩელი, რომ ოდესმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრინციპს საფრთხე არ შეექმანს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.