რა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარი

30.10.26 13:31
რა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარი

 

 

 

რა შეთანხმებას მიაღწია ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - მოლაპარაკებები დილიდან სიღნაღში მიმდინარეობდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აზერბაიჯანის პრემიერ ალი ასადოვთან საუბარი საზღვრების დემარაკაცია - დელიმიტაციას შეეხო. 

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან “მეგობრული პასუხი მიიღეს“ და იმედოვნებს, რომ რომ დაჩქარდება პროცესები.

როგორც კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე, შევეხეთ საზღვრების დემარკაცია - დელიმიტაციის თემას და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციაზე. იცით, რომ არანაირი ცვლილება არ გვაქს ამ თემასთან დაკავშირებით და გვჭირდება წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ, რაზედაც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქრებთ პროცესებს, რომელიც იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა მივაღწიოთ, ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზედაც შეთანხმება მიღწეული არ არის. ასეთი არის 15 მონაკვეთი და 15 -ივეზე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. მთავარია საკითხი გადაიჭრას, ამისთვის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები