კობახიძე ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს - კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რამდენიმე დღის წინ თავად კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ გული სტკივა და წუხს მისი გუნდის ყოფილი წევრების ციხეში ყოფნაზე.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილი ექს-პრემიერის შეწყალებაზე, ან ხო არ მიმდინარეობს მისი მხროდან კონსულტაცია, კობახიძე ამბობს, რომ ამ შეკითხვას საფუძველი არ აქვს
"სხვისი ფიქრები მე არ ვიცი, ტელეპატიის ნიჭი ჯერ არ გამომჟღავნებულა ჩემში და დანარჩენი არ ვიცი, როცა არავითარი საფუძველი არა აქვს კითხვას, ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ. არანაირი საფუძველი არ აქვს თქვენ კითხვას, ამიტომ საფუძველი როცა არ აქვს კითხვას ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ"- თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ყაველაშვილმა რჩევა ჰკითხა, რა პოზიცია ექნება, "ქართული ოცნების" ლიდერმა გვიპასუხა:
მე საერთოდ არ ჩავერევი ამ საკითხში, მაგრამ კიდევ გეტყვით, რომ არავითარი საფუძველი ამ შეკითხვას არა ქვს, ამიტომ რასაც საფუძველი არა აქვს იმას ნუ კითხულობთ"- დასძინა მან.