გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

02.11.26 15:41
გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

"პრველების" ინფორმაცია დადასტურდა - გეკა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

გელა გელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს 2 ნოემბრით თარიღდება.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, "შაბათის ეთერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძე მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, სამინისტროში არ ყოფილა. მაშინ "პირველებმა" გაარკვია, რომ პოსტზე დანიშვნის შემდეგ გელაძემ შვებულება ითხოვა და უკან სამინისტროში არ დაბრუნებულა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გელაძე ბოლო რამდენიმე კვირაა, პირადი მცველების გარეშე გადადგილდება.

ვიდრე შს მინისტრის მოადგილე გახდებოდა, გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 28 აპრილამდე გელა გელაძე შს მინისტრის პოსტს იკავებდა, 2026 წლის 28 აპრილი-14 სექტემბრის პერიოდში კი იყო სუს-ის უფროსი იყო.