ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - არავინ დაშავებულა

04.11.26 17:11
ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - არავინ დაშავებულა

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორმ თემურ მღებრიშვილმა მიაწოდა. 

მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. ამ დროსითვის ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე მაშველი. შენობიდან მოქალაქეები გამოიყვანეს უსაფრთხოდ. ამ დროისთვის მიმდუნარეობს შენობის დამატენბით დათვალიერება"- თქვა მან. 

მისი თქმით, "ხანძრის საწყისი, დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო".

"ვერ დაგიდასტურებთ ახლა რომელ სართულზე იყო ცეცხლის კერა. დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო. 25 სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები