ვრცელდება ოთარ ფარცხალაძის ინტერვიუს ანონსი, სადაც ის ამტკიცებს, რომ "კნიაზი" რომანოვის შთამომავალია
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძე - რომანოვი კამერების წინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული საქრთველოს ექს-პროკურორის ინტერვიუს ანონსი, სადაც ის ასახელებს მიზეზს, რატომ აირჩია გვარად "რომანოვი".
"ჩემი წინაპატი იყო კნიაზი რომანოვი"- უთხრა ფარცხალაძემ ვალერი კვარაცხელიას, რომელმაც ექს-პროკურორისგან ინტერვიუ სავარაუდოდ რუისეთში აიღო.
ინტერვიუს ანონსში, ფარცხალაძე საუბრობს რუსეთში საცხოვრებლად გადასვლაზე და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერაზე.
ძებნილი ფარცხალაძე ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუში ლევანი ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებითაც საუბრობს. ანინსის მიხედვით ის ამბობს: "ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია სიცრუეზე... დამასანქცირეს და მაგის მერე დაიწყო ყველაფერი".
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ამჟამად საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. ამ უკანასკნელს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ბოლო წლებში თავის გვარს „რომანოვი“ დაამატა.
ერთ-ერთი ბოლო ცნობა, რომელიც ფარცხალაძის შესახებ გავრცელდა არის ის, რომ 2026 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვში მისი ხელმვანელობით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაახლოების მიზნით ჩატარდა ფორუმი.
მანამდე რუსულმა TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად შექმნილ საბრძოლო დანაყოფს ხელმძღვანელობს. რუსულ მედიაში ის როგორც მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ „მეთაური“ ისე პოზიციონბირებს.
რაც შეეხება საქართველოში აღძრულ საქმეებს - ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. ფარცხალაძეს, რომელმაც გვარი შეიცვალა ამ საქმეზე 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ექს-პროკურორს ქართული გამოძიება ედავება 2020-2023 წლებში თაღლითური ქოლცენტრების დანაშაულებრივი სქემის მფარველობას ფულის გათეთრების მიზნით.
ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სკანდალი, რომელზეც მედია ფარცხალაძესთან კონტექტსში აქტიურად საუბრობდა, წლების წინ სპორტის მინისტრის სარდაფში იყო. ექს-მთავარი პროკურორი ფიზიკურად გაუსწორდა ასევე გენერალურ აუდიტორსაც, რომელიც მოგვიანებით ქვეყნიდან წავიდა.