კობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან

16.11.26 13:19
კობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან

 

 

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი "პირველების" კითხვის საპასუხიდ ამბობს, რომ "მალე ექნება" შეხვედრა რუსულ მხარესთან. 

მისი თქმით, ყველა დეტალის შესახებ მედიას მიაწვდის. 

არსად წავსულვარ ჯერ, აქ ვარ. როგორიც კი, მექნება გეტყვით, აუცილებლად... მალე მექნება [შეხვედრა].

ჯერჯერობით არსად მივდივარ, აქ ვარ. როგორც კი მექნება შეხვედრა, შეგატყობინებთ აუცილებლად“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინსა და მისი შეხვედრის ფორმატი, ჟენევის ფორმატს არ ჩაანაცვლებს.

„არა, არ ჩანაცვლდება. ჟენევის ფორმატი დარჩება ისე, როგორც არის, ის ისეთი იქნება. ეს არ იცვლება, ეს დარჩება. [დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე] არ არის ლაპარაკი“, - განმარტა მან.

რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია“.

ირკვევა, რომ მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.