ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც წმინდა სინოდის წევრს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს დედაზე აგინა, 2500 ლარით დააჯარიმეს.
პროპაგანდისტი პროცესზე არ გამოცხადდა, სასამართლოში არ მივიდა არც მისი ადვოკატი.
ლაშა ნაცვლიშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი გვატყობინებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი ლაშა ნაცვლიშვილის დაჯარიმებას ითხოვდა.
ამასთან, უწყების წარმომადგენლებმა მოსამართლის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ დაადასტურეს, რომ ნაცვლიშვილმა ეპისკოპოსის დედას აგნა.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა - პროპაგანდისტმა პოსტი სოციალურ ქსელში მას გამოაქვეყნა, რაც 10 ნოემბერს ქადაგებისას მეუფე იობმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.
"განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა"
ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო “ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.
მსგავსი სიახლეები
ღარიბაშვილის ადვოკატებმა სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
საქმე ეხება წერილს, რომელიც ექსპრემიერის მტკიცებით, მასთან ივანიშვილმა მდინარაძის სახელით შეაგზავნა და რომელიც არჩადენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნას და მუქარას შეიცავდა.