მოსამართლე ნადარაია: "მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი"

17.11.26 12:34
მოსამართლე ნადარაია: "მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი"

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ხმაურია - დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  სხდომაზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ 2023 და 2024 წლების საპროტესტო აქციების მიზანი „რუსული კანონის უკან წაღება“ იყო. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამ ფორმულირებით მოხსენიაბამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებში პროტესტი გამოიწვია. 

გიორგი კახიანის სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა და თქვა, რომ "არ იცის, რა არის "რუსული კანონი".

რევაზ ნადარაია: რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ. ასე რომ კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის. გამჭვირვალობის კანონს თუ გულისხმობთ, გამჭვირვალობას თუ გულისხმობთ გამჭვირვალობით მოიხსენიეთ. კანონი მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. სწორი შენიშვნაა,  ვფიქრობ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი, ამიტომ სასამართლოსთვისაც გასაგები უნდა იყოს. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგროც არის ეს ოფიციალურ ენაზე, თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ. სწორი შენოშვნა იყო და სწორი პროტესტი იყოს მხარის. 

გიორგი სიორიძე: ბატონი არჩილ გორდულაძე როდესაც გამოვიდა და ტქვა, გამჭვირვალობის ქართული კანონიო, მაშინ მეც ვიტყვი, გამჭვირვალობის რუსული კანონი. 

რევაზ ნადარაია:  ბატონო გიორგი გამჭვირვალობის კანონი თუ არის, მოიხსენიეთ როგორც გამჭვირვალობის კანონი, თუ სხვა კანონი არის, მოიხსენიეთ ისე, როგორც ეს მას ჰქვია. რას დაუძახებთ გარეთ, ეს თვენი გადასაწყვეტია. 

გიორგი სიორიძე: ბატონო მოსამართლევ, ქართული კანონიო თქვეს... 

რევაზ ნადარაია: ჯერ ერთი ყველა კანონი არის ქართული.

მსგავსი სიახლეები