ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა

22.11.26 22:57
ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები