გავრცელებული ინფორმაციით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის, სავარაუდოდ, არიან გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის, სავარაუდოდ, არიან გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია - ეს ცნობა გამოცმა "სანდო წყარომ" გაავრცელა.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ასევე შეწყალებულია გიორგი ოკმელაშვილი.
აღნიშნული ცნობები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
- გიორგი ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
- პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი მინდაძესაც.
- ანრი კვარაცხელიას კი სპეცრაზმის თანამშრომლისთვის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ.